მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ჩატარდება

63ccd11f4402e
BM.GE
22.01.23 09:55
1118
დღეს, 12:00 საათზე საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება გაიმართება. ტესტირება ელექტრონული ფორმით ერთ სესიად ჩატარდება.

ქვეყნის მასშტაბით იხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, დარეგისტრირებულია 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველი.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

"სერტიფიცირების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მსურველს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა – საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები. 2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა.

ახალი კონცეფციის საფუძველზე 2022 წელს სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები