მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, "საქაერონავიგაცია" ფოთში ახალ მეტეო რადიოლოკატორს გახსნის

5c926c10514a6
თელარა გელანტია
21.03.19 10:20
938
დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ფოთში ახალ მეტეო რადიოლოკატორს გახსნის.

გახსნას ეკონომკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი დაესწრება.

ფოთში ამერიკული წარმოების მეტეო რადიოლოკატორის დამონტაჟებით, შპს “საქაერონავიგაციამ” წინასწარი გაფრთხილების საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის პროექტი დაასრულა.

„საუკეთესო ამერიკული სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ახალი სისტემა საქაერონავიგაციას მისცემს შესაძლებლოას, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და დროული სიგნალის გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ეფექტურს გახდის საჰაერო მოძრაობის მართვას საქართველოს საჰაერო სივრცეში“, - აცხადებენ “საქაერონავიგაციაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები