მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველო პირდაპირი წესით პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევს

5bd4ccd23f523
თელარა გელანტია
28.10.18 08:00
688
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ქვეყანა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.

ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და ყოველ შემდეგ პრეზიდენტს საქართველო არაპირდაპირი გზით აირჩევს.

კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, 300 წევრით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კოლეგიის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები შევლენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები