მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ და არა რუსულ სივრცეში - ლაშა ბუღაძე

62b0a76b208b3
ალა ისპირიანი
20.06.22 20:41
661
"ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის გადამწყვეტი პროცესის დასაწყისი" - ასე მიმართა აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

"დღეს ჩვენი განსხვავების ან სხვადასხვა შეხედულებების მიუხედავად, ვართ ერთიანები, რომ საქართველო უნდა გადარჩეს და გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში.

ჩვენმა თაობამ, ამ ხალხმა უნდა განამტკიცოს საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც წინა თაობებმა განამტკიცეს ჩვენი თავისუფლება", - განაცხადა მან. 

პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მოძრაობა "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქციის ორგანიზატორების ცნობით, დღევანდელი შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები