მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა” - აშშ-ს საელჩო საქართველოში

6407599a6daf6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 19:33
916
საქართველოში ამერიკის საელჩო საქართველოს პარლამენტში ინიცირებული აგენტების შესახებ კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ - აცხადებენ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ კანონების გატანა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას დააზიანებს და ძირს გამოუთხრის ქართული ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ საქმეებს.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები