დღეს, თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია გაიმართება.
მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი ერეკლე მეორის სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.
საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციის პროცესში მონაწილეობას 1800-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 59.2%-მა დაუჭირა მხარი.