მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

5f4419f772d83
თელარა გელანტია
25.08.20 09:50
1346
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსცა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ: შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 3-ის მდგომარეობა კი, მძიმეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები