დღეს, საქსტატი 2019 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას გამოაქვეყნებს.
FDI-ის შესახებ სტატისტიკა ტრადიციულად, 11:00 საათზე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ: საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში FDI-ის მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლები იყო და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის: საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5%-ით ნაკლებია და 2.7%–ით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

























