მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა“, - ლევან დავითაშვილი

633eabad47b02
მარიამ დემეტრაშვილი
06.10.22 14:17
677
დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა.

„რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოსთვის არანაკლებ მტკივნეული გამოწვევაა სიღარიბე. 2021 წლის ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებელი 3,8 პპ-ით შემცირდა და 21,3%-დან 17,5%-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 2 პპ-ით შემცირდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და მისი დონე მაღალია ქვეყანაში. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა, რაც ადამიანებს მოუფიქრებიათ და რეალისტურია, სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. შესაბამისად, სიღარიბის შემცირება უნდა მოვახდინოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები