მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

62da9cf0bdc71
თელარა გელანტია
23.07.22 09:30
871
დღეს თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, აბაშიძის, რაზმაძის, ფალიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილის, ბარნოვის, შატბერაშვილის, იოველ ქუთათელაძის, ქობულეთის, მცხეთის, ჯანაშვილის, კეკელიძის, თაქთაქიშვილის, შროშის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნაფარეულის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები