მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიმართება

5c4fdebdd46e2
თელარა გელანტია
29.01.19 09:02
651
დღეს, თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიმართება.

სხდომას საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი გახსნიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსპორტის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ფორმატის მცირე ხნის წინ დაარსდა.

შესაბამისად, თბილისში აღნიშნული ფორმატით პირველი სხდომა იმართება. გადაწყვეტილების მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს.

„თბილისში დაგეგმილ პირველ სხდომაზე მხარეები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით, რომლის დროსაც საქართველოს მხარე წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებზე ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელების გზაზე.

შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო კავშირების გაციფროვნებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები