დღეს საქართველოს წითელი ჯვარი „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. თავის მხრივ ის ჩინეთის წითელი ჯვრის საჩუქარია, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცემა.
,,მოხარული ვარ, რომ ჩინეთის წითელ ჯვართან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად სასიხარულო ამბავი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ.
გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და „სინოფარმის“ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ,“ - აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე.