მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს ყველანაირი პროგნოზი გაზის ტარიფთან დაკავშირებით იქნება მცდარი"

5d42daa95ef1f
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.19 10:15
622
დღეს ყველანაირი პროგნოზი გაზის ტარიფის ოდენობასთან დაკავშირებით იქნება მცდარი, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვის პროცესი დაიწყო. საუბარია, ტარიფების გეგმიურ გადახედვაზე, რასაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ყოველწიურად ახორციელებს. დღეს მარეგულირებელს ტარიფებზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. დღევანდელ სხდომაზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება ამ საკითხზე და სემეკს 180 დღე აქვს იმისთვის, რომ ახალი ტარიფი დაადგინოს, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.

"ჩვენ, როგორც მომხმარებელთა ინტერესის დაცვის სამსახური ჩართული ვართ, ვამონიტორინგებთ და ვუწვეთ კონტროლს იმას, რომ არ დაირღვეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესები, ვადები, მაქსიმალურად გარანტირებული იყოს საჯაროობა და ა.შ. ასევე, გვექნება ჩვენი ანალიზი სატარიფო განაცხადებთან დაკავშირებით და წარმოვადგენთ შესაბამის წინადადებებს მარეგულირებელ კომისიაში.

ამ ეტაპზე ვერცერთი მსჯელობა და არგუმენტაცია ტარიფის მოცულობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გამართლებული, რადგან გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია დეკემბრისთვის. მანამდე დასამუშავებელია ტარიფის რამდენიმე კომპონენტი", - აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები