მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეში 60-70 კოვიდ-პაციენტი გვიდასტურდება“ - კერძო სადაზღვევო სექტორი ვირუსის მართვის პროცესში

5fcf70df172ba
ინგა მურუსიძე
08.12.20 22:14
1176
უკვე ერთ თვეზე მეტია კერძო სადაზღვევო კომპანიები COVID-19-ის მართვაში ჩაერთნენ. მათი მონაწილეობა იმით გამოიხატება, რომ ისინი თავიანთ დაზღვეულებს ყველა სამედიცინო კითხვაზე პასუხობენ და ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში დაავადების მართვას უზრუნველყოფენ.

COVID-19-ის მართვაშია ჩართული „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიაც“. კომპანიის ხელმძღვანელი, ნინა კობახიძე აცხადებს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჯამში 600 ათასამდე მომხმარებელს ემსახურებიან, ხოლო თავად „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ 20 000-მდე დაზღვეული ჰყავს.

„სადაზღვევო კომპანიები დაახლოებით 600 ათას ადამიანს ემსახურებიან. სადაზღვევო კომპანიებს უშუალოდ არ ჰყავთ ოჯახის ექიმები. სერვისების მიწოდებას ვახორციელებთ კლინიკებში გაფორმებული ოჯახის ექიმებით. ეს რესურსი ჯერ კიდევ თებერვალში იქნა შეთავაზებული სახელმწიფოსთვის ჩვენი მხრიდან, თუმცა სულ რაღაც ერთი თვეა აქტიურად ჩავერთეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინაზე მართვას ახორციელებენ ჩვენი ოჯახის ექიმები“, - განაცხადა ნინა კობახიძემ "საქმის კურსის" ეთერში სტუმრობისას.

მისივე თქმით, „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ საქართველოს მასშტაბით კლინიკებში 78 ოჯახის ექიმი ჰყავს, რომელიც დაავადების მართვაში და კონსულტაციებშია ჩართული და ამას ემატებიან კვალიფიციური სამედიცინო განათლების მქონე ქოლ-ცენტრის თანამშრომლებიც, პირად მენეჯერებთან ერთად.

„ჩვენ ჯამში 20 ათასამდე გვყავს დაზღვეული. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. საშუალოდ დღეში 60-70 კოვიდ-პაციენტი გვიდასტურდება. გარდა ამისა, სანამ დადასტურდება დიაგნოზი, მომართვიანობა საკმაოდ არის გაზრდილი. უამრავი კითხვით მომართავენ პაციენტები და ჩვენი ექიმები მათ კვალიფიციურ პასუხებს სცემენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პაციენტებიდან ძალიან მცირე რაოდენობას დასჭირდა სტაციონარში გადაყვანა“, - ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები