მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღევანდელი ამბავი ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, ძალიან დიდი შრომა გველოდება წინ"

5822fc316c982
BM.GE
09.11.16 14:33
1416
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკელ ხალხს ერთგულად ემსახურება. მან პირველ მესიჯად ამერიკის გაერთიანება გაახმოვანა, -აღნიშნავს CNN.

ნიუ-იორკში, რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინაში გამოსვლისას ტრამპმა ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ქვეყანას ერთიანობისა და პარტიული უთანხმოების დაძლევისკენ მოუწოდა.

"დადგა დრო, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, როგორც ერთიანი ერი. მე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ მე ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - აცხადებს ტრამპი ნიუ-იორკში.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამერიკელებს მსოფლიოში შეერთებული შტატების ეკონომიკურ ლიდერობასაც დაპირდა. მისივე თქმით, იგი პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციითა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით დაკავდება.

"ჩვენ ეკონომიკის სფეროში დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას გავაორმაგებთ და მას ისეთად გავხდით, რომ მას მსოფლიოში ტოლი არ ჰყავდეს“-აღნიშნა მხარდამჭერებთან ტრამპმა.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ "ამერიკულ ოცნებას" ააღორძინებს.

"ჩვენ მილიონობით სამუშაო ადგილს შევქმნით“, - აცხადებს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი.

ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ მათ იმედებს არ გააცრუებს და მათი კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრს იმუშავებს.

"დღევანდელი ამბავი ნამდვილად ისტორიული მოვლენაა და ჩვენ ძალიან დიდი შრომა გველოდება წინ, მე მიყვარს ეს ქვეყანა", -ამბობს ახლადარჩეული პრეზიდენტი "რესპუბლიკელი" ტრამპი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლებს, რომელსაც აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ექნება და აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის მიმართ სამართლიანი იქნება.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები