სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.
საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადაობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას - ევროპა და კულტურა; ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბალოოდ, ჩვენ ჩვენს დიდი ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
კითხვაზე - არის თუ არა მეორე ტურის ალბათობა, ივანიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
„მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ არის და თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არაა“, - განაცხადა მილიარდერმა.