მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღგ-ით დაბეგვრის ზღვარი, შესაძლოა, გაიზარდოს - ინიციატივის განხილვა დღეს იწყება

5c729fa55ab5b
თამუნა ქემერტელიძე
25.02.19 09:31
2957
დღგ-ით დაბეგვრის ზღვარი, შესაძლოა, გაიზარდოს.

პარლამენტი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტის განხილვებს დღეიდან იწყებს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით კი, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, 2020 წლიდან დღგ-ის გადასახადს მხოლოდ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები გადაიხდიან, რომელთა დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხა 165 ათას ლარს აღემატება, ნაცვლად დღეს დადგენილი 100 ათასი ლარისა.

კანონპროექტის ავტორის რომან გოცირიძის განმარტებით, დღგ-ის რეგისტრაციის ზღვარის 165 000 ლარამდე ზრდა, გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას 25-50 მლნ ლარის ფარგლებში.

“იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარის გაზრდა, 100 000 ლარიდან 165 000 ლარამდე, საშუალებას მისცემს პირებს, ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახდო პირობებით. აღნიშნული ცვლილებით ხდება მხოლოდ არსებული მდგომარეობის კორექტირება ლარის გაუფასურების ზომით”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები