მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება 5-7 დღეში იქნება შესაძლებელი"

5a3a27e832caf
BM.GE
20.12.17 13:04
3475
დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემა მომავალი წლიდან ამოქმედდება. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყიბისთვის.

„დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად შესაძლებელი იქნება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება განხორციელდეს 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ ელექტრონული განაცხადის წარდგენის საფუძველზე.

რეფორმა ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფისა და რისკების შეფასების სისტემების სრულად განახლებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების შედეგად, მომდევნო წლებში, კერძო სექტორში, დამატებით 600 მილიონ ლარამდე ფულად რესურსი გაჩნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების დროული, მარტივი და ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშოწყობისთვის." - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები