მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულად დაბრუნება 15 იანვრიდან დაიწყება"

5a58639d9345a
BM.GE
12.01.18 11:27
1248
ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის გამარტივებულად დაბრუნება 15 იანვრიდან დაიწყება.

რეფორმის შედეგად, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება მინიმუმ 5 დღეში იქნება შესაძლებელი.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეფორმისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისთვის დაახლოებით 2 კვარტალია საჭირო, რის შემდეგაც ის სრულფასოვნად ამოქმედდება.

„ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ფინასთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების 5 დღიან ვადას. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო, ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ფინანსთა სმაინისტრი სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14 დღიან პერიოდში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები