მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღე 49 : უწყვეტი პროევროპული აქციების განრიგი

პროევროპული აქცია

უწყვეტი პროევროპული აქცია დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში გრძელდება. მოქალაქეები 49-ე დღეს კვლავ ორი მთავარი მოთხოვნით, კერძოდ უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით შეიკრიბებიან. ამასთან, დღეს, 15:00-დან 18:00 საათამდე დაგეგმილია საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა.

15 იანვრის პროტესტების განრიგი:

15:00-18:00 საათი, იფიცება საქართველო!

საქართველოს ყველა ქალაქი

თბილისი:

19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!

საზოგადოებრივ მაუწყებელთან

21:00 საათი, ბესო სოლომანაშვილის საჯარო ლექცია - "ამბავი უცნაური ქვეყნისა, სულ რო აქრობენ და სულ რო იბადება"

რუსთაველზე, ცისფერი გალერეის წინ

ქუთაისი:

19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს!

მერიის წინ

ბათუმი:

18:00 საათი, თეატრალები რეჟიმის წინააღმდეგ!

ბათუმის დრამატული თეატრი

19:00 საათი, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით - სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 49-ე დღე

საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი:

17:00 საათი, წინააღმდეგობის 49-ე დღე ზუგდიდში!

სამხარეო ადმინისტრაცია

თელავი:

15:00 საათი, საპროტესტო აქცია - გაფიცვა

მერია

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 28 ნოემბერს, 18:00-საათიან ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. მას შემდეგ აქციები დედაქალაქში, რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ, ემიგრანტების ორგანიზებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები