16 თებერვლის პროევროპული აქცია/მარშების განრიგი ცნობილია. მოქალაქეები პროტესტის 81-ე დღეს კვლავ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გააპროტესტებენ. აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ვადამდელ ჩანიშვნას და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
16 თებერვლის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!
საზოგადოებრივ მაუწყებელთან
17:00 საათზე ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან
20:00 საათი, პროფესიების პროტესტი: კვირა - საფინანსო სექტორი (ფინანსისტები, ბუღალტრები, სადაზღვევო აგენტები)
რუსთაველის გამზირი
ქუთაისი:
19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში - კი ევროპას, არა რუსეთს!
ცენტრალური მოედანი
ბათუმი:
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 81-ე დღე
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
18:00 საათი, წინააღმდეგობის 81-ე დღე!
სამხარეო ადმინისტრაცია
თელავი:
18:00 საათი, საპროტესტო აქცია!
მერია
გორი:
19:00 საათი, ახალი თეატრის მანიფესტი ქართლში - ჩვენ ერთად გადმოვცურავთ ზღვას!
9 აპრილის ბაღი
ახმეტა:
17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 78-ე დღე!
მერია
ახალციხე:
18:00 საათი, არა რუსულ რეჟიმს!
შოთა რუსთაველის ძეგლთან
ჩხოროწყუ:
20:00 საათი, გაბედე პროტესტი ყოველდღე!
მერია