მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღე არ გადის, რომ რესტორნის დახურვაზე ინფორმაცია არ იყოს - რესტორატორთა ასოციაცია

კოტე გაბრიჩიძე

რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, კვების ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია, რამაც ბიზნესის ნაწილს პრობლემები უკვე შეუქმნა.

როგორც BMG-ის ასოციაციის დამფუძნებელმა, კოტე გაბრიჩიძემ განუცხადა, შემცირებული დატვირთვის ფონზე, ობიექტის ნაწილს სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების გადახდა უჭირს, ასევე არაერთი ობიექტი დაიხურა.

თუმცა მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები კადრების შენარჩუნებას მაინც ახერხებენ.

„დედაქალაქის რესტორნებში სიარული ცოტა მოკლებულია, რადგან არსებული დაძაბულობა ხალხსაც გადაეცემა. საერთაშორისო ტურისტებიც დასტრესილები არიან საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მილიონი არჩევანია და წავა სხვაგან. დღე არ გადის, რომ ინფორმაცია არ იყოს, რომ რესტორანი დაიკეტა, რომ ფართის გამქირავებელი ალტერნატიულ ადამიანს ეძებს. იგივე ვითარებაა სასტუმროების ნაწილშიც, მათი ნაწილი იხურება.

სიტუაცია რთულია, თუმცა არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია სამსახურიდან, არ შეგვიმცირებია, როგორც ჩვენს რესტორნებში, ასევე ასოციაციის მასშტაბით. შეიძლება სმენები გადანაწილდეს, რომ გარკვეული ეკონომია გავაკეთოთ. სირთულეები, რა თქმა უნდა, არის. მაგალითად, წინა თვეს რამდენიმე ობიექტზე მოგვიწია შემოსავლების სამსახურთან წერილობით მიმართვა, რომ დღგ-ს განაწილება მომხდარიყო, რადგან ერთიანად ვერ გადავიხადეთ. ასევე ფართის გამქირავებლებსაც მივმართეთ ქირასთან დაკავშირებით, რადგან ვერ გადავიხადეთ. ეს პროცესები მხოლოდ ჩვენთან არაა, სხვა ობიექტებშიც ასეა“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები