მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან 4 ივლისამდე კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა შეიზღუდა

კახეთის მაგისტრალი

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებულ ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეზღუდულია ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, რის შემდეგაც, შეზღუდვა მარცხენა ზოლსაც შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები