მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ამბროლაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის

ავტობუსი

ქალაქ ამბროლაურში პირველად, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან, 26 იანვრიდან ამოქმედდა - ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტობუსები მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

"სატესტო რეჟიმი გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება. სატესტო რეჟიმის განმავლობაში (26 იანვრიდან 1 თებერვლამდე), ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.

1 თებერვლიდან კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ფასი 50 თეთრი იქნება. სოციალურად დაუცველი პირები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები შეღავათებით ისარგებლებენ.

ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ავტობუსები ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს გადაეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები