მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან, ავტომობილების მძღოლები გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან

ავტომობილების ხმაური

დღეიდან იმ მანქანის მძღოლები, რომელთა წარმოქმნილი ხმაური ნორმას აღემატება დაჯარიმდებიან. შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა.

ცვლილების მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება 100 ლარით დაჯარიმდებიან; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი ჯარიმის მოცულობა 200 ლარი იქნება. ხოლო მესამე ჯერზე იგივე ქმედების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარით არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები