მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან კლასიკური ავტომობილის ასაკობრივი ზღვარი 40-დან 30 წლამდე შემცირდა

ძველი ავტომობილი

დღეიდან კლასიკური ავტომობილის ასაკობრივი ზღვარი 40-დან 30 წლამდე შემცირდა. შესაბამისი ცვლილება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. ცვლილება დღეს, 2 აპრილს ამოქმედდა.

ცნობისთვის, კანონის თანახმად, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალება, რომლის წლოვანება 30 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კლასიკური, რეტრო ავტომობილის ასაკობრივი ზღვრის 40 წლიდან 30 წლამდე შემცირებას შესაძლოა, ავტოპარკზე ნეგატიური გავლენას ჰქონდეს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟება მკვეთრად ძვირდება, არაა გამორიცხული, მომხმარებლების ნაწილი სწორედ კლასიკურ მანქანებზე გადაერთოს, რომელთა განბაჟებაც შედარებით იაფი ღირს.

აღსანიშნავია, რომ კლასიკური ავტომობილისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ​3-ზე აქციზის განაკვეთია 1.0 ლარი. ხოლო ახალამოქმედებული რეგულაციების მიხედვით, 6 წელზე მეტი ასაკის (ახლა უკვე 30 წლამდე) ავტომობილების აქციზის გადასახადი 4.5 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები