მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ჭაბურღილები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, ახალი წესი საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს.

დადგენილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია.

სააგენტოს ცნობით, რეგულაციის მიზანია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭირო მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა.

"ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგს, არსებული მდგომარეობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

დადგენილების თანახმად, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა, რომელიც პერიოდულად განახლდება",- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები