მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან, რიგი ბანკების მომხმარებელს, უცხოურ პლატფორმებზე ლარში გადახდის საკომისიო ჩამოეჭრება

ამანათი გზავნილი Temu
15.04.26 09:40
588

2026 წლის 15 აპრილიდან „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს უცხოურ პლატფორმებზე საბანკო ბარათებით ლარში გადახდისას 1.5%-იანი საკომისიო დაეკისრებათ.

აღნიშნული ცვლილების შესახებ ბანკებმა მომხმარებლები რამდენიმე კვირით ადრე გააფრთხილეს. საკომისიო გავრცელდება ისეთ ოპერაციებზე, როგორიცაა უცხოურ ონლაინ-შოპინგი, ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროების ჯავშნები და სხვა ტრანზაქციები იმ პლატფორმებზე, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ქართული ანგარიშებით არ ოპერირებენ.

ამასთან, ტაქსისა და მიტანის სერვისები, რომლებიც ადგილობრივ საბანკო ანგარიშებს იყენებენ, აღნიშნულ საკომისიოს არ დაექვემდებარება.

საკომისიო იმოქმედებს მხოლოდ ლარში ანგარიშსწორებისას და მისი ოდენობა ტრანზაქციის ღირებულების 1.5% იქნება, თუმცა მაქსიმუმ 10 ლარს არ გადააჭარბებს. 5 ლარამდე ოპერაციებზე საკომისიო არ გავრცელდება.

ცვლილება ვრცელდება ნებისმიერი ტიპის სადებეტო ბარათზე — როგორც ფიზიკური პირების (მათ შორის მოსწავლის ბარათებზე), ისე ბიზნეს ბარათებზე.

ბანკების განმარტებით, დამატებითი საკომისიოს თავიდან ასაცილებლად, მომხმარებლებმა, თუ პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა, გადახდისას ვალუტად ლარის ნაცვლად უცხოური ვალუტა უნდა აირჩიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები