ბოლო წლებში დანერგილი პრაქტიკის მსგავსად, წელს პირველი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი ისევ 10%-ით გაიზრდება.
ზრდა შეეხება:
- 2025 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.6 მლრდ ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცების ხელფასის 10%-იანი ზრდა;
- შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.350 მლრდ ლარი და აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- 2025 წლის პროექტით საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას ასევე 10%-ის ოდენობით.
ცნობისთვის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.