მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეის მდგომარეობით, 12-მდე კომპანიის 20-მდე ემისიაა მხარდაჭერილი, რაც თითქმის 1 მლრდ ლარია - ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი აწარმოე საქართველოში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სააგენტოს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 12-მდე კომპანიის 20-მდე ემისიაა მხარდაჭერილი, რაც ჯამურად თითქმის 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

"ეს ნათლად აჩვენებს, რომ კერძო სექტორი ხედავს ამ შესაძლებლობის საჭიროებასა და მნიშვნელობას“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერს“-ის მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს“-მა 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ეს ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები