მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეისთვის, რუსეთის მხრიდან „ზემო ლარსზე“ ელექტრონულ რიგში 2 650-მდე მანქანაა

ზემო ლარსი

დღეისთვის, რუსეთის მხრიდან „ზემო ლარსზე“ ელექტრონულ რიგში 2 650-მდე მანქანაა - ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კომიტეტის „საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცენტრის“ ვებგვერდზე არსებული მონაცემებიდან ირკვევა.

საქმე ის არის, რომ „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მიმართულებით მომავალი ავტომობილების გაზრდილ რაოდენობაზე 22 სექტემბერს ჩრდილო ოსეთის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ატაროვმა ისაუბრა, რის შესახებაც ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. იმ დროისთვის ელექტრონულ რიგში 3 000-მდე სატვირთო მანქანა იყო.

„საქართველოს სამხედრო გზასა და ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალზე გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის შეუზღუდავად ხორციელდება. ამასთან, „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეინიშნება სატვირთოების დაგროვება. ელექტრონულ რიგში 2 960 ერთეული ავტოტრანსპორტი“, - განაცხადა გიორგი ატაროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები