მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 11:00 საათიდან, პარლამენტის უკან, აქცია გაიმართება

აქცია
28.05.24 10:00
216

დღეს, 28 მაისს, 11:00 საათიდან პარლამენტის უკანა მხარეს მოქალაქეები "რუსული კანონის" საპროტესტო აქციას გამართავენ. ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" ავრცელებს.

"ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის უკან დილის 11 საათიდა. ვეტოს დაძლევის ბოლო დღეა, ამიტომ ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ აქციაზე ყოფნა. პლენარული სხდომა დიდი ალბათობით გაიწელება მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისად ჩვენ არ უნდა მივცეთ "რუსულ ოცნებას" მოდუნების საშუალება!

თან იქონიეთ აირწინაღები და სათვალეები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ აქციამ ჩაიაროს დემოკრატიულად და მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით. ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად! შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმტკიცე, ვიბრძოლოთ მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები