მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 22 საათიდან პარლამენტის წინ, აქცია "გავათენოთ საქართველოსთვის" გაიმართება

დემოკრატიის ინდექსი

დღეს, პარლამენტის წინ 22 საათიდან საპროტესტო აქცია "გავათენოთ საქართველოსთვის" გაიმართება. "რუსული კანონის" წინააღმდეგ მოქალაქეთა კიდევ ერთი მშვიდობიანი პროტესტი, ევროპის მოედანზე გუშინ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მწერალმა ლაშა ბუღაძემ დაუანონსა.

მან აღნიშნა, რომ ორშაბათს, მმართველი პარტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით "რუსული კომიტეტის" საკომიტეტო განხილვას დილის 9 საათიდან გეგმავს.

„ეს დღეები საქართველოს ისტორიისთვის გადამწყვეტია. მეგობრებო, დღევანდელი ზეიმი გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებასაც. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ზეგ, ორშაბათს, “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის მარიონეტებმა საკომიტეტო სხდომა 09:00 საათზე დანიშნეს. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83 დეპუტატს თვალებში. არ უნდა მიიღონ “რუსული კანონი”, ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ხვალ საღამოს, 22:00 საათიდან შევიკრიბოთ ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე - პარლამენტის წინ. გავათენოთ საქართველოსთვის. რაც ბევრი ვიქნებით და არ დავიღლებით, უფრო მალე გაიტანენ უკან რუსულ კანონს”, - მიმართა გუშინ საღამოს ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს ლაშა ბუღაძემ, მისი მოწოდება აქციის სხვა გამომსვლელებმაც გაიმეორეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები