დღეს, 15 იანვარს ამერიკული საფონდო ბირჟა ისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უოლ-სტრიტზე კვირის პირველი სავაჭრო სესია ორშაბათს არ გაიმართება.
დასვენება მარტინ ლუთერ კინგის ხსენების დღეს უკავშირდება, რაც აშშ-ის მასშტაბით ფედერალური დღესასწაულია, რა დროსაც ყველა ძირითადი სახელმწიფო უწყება ისვენებს.
საერთო ჯამში, ამერიკული საფონდო ბირჟა წლის განმავლობაში 10 დღე ისვენებს, მომდევნო ფედერალური დასვენება კი 19 თებერვალსაა, რაც პრეზიდენტის დღეს უკავშირდება.