"ეს არის არჩევნები, სადაც არჩევანი საქართველოს სუვერენიტეტზე და თავისუფლებაზე გადის", - ასე აფასებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას იურისტი ტედ ჯონასი.
როგორც ამერიკელმა ბიზნესმენმა BMG-ის ეთერში განაცხადა, მთავარი კითხვა, რომელიც ამ არჩევნებში დგას, შემდეგია: დარჩება საქართველო დასავლეთისკენ ორიენტირებულ ქვეყნად თუ დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს.
“ეს არის არჩევნები, როცა დღის წესრიგში დგას კითხვა, დარჩება საქართველო დასავლეთისკენ ორიენტირებულ ქვეყნად თუ დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს. “ქართული ოცნება” დიდი ხნის განმავლობაში იტყუებოდა: ამბობდნენ, რომ მაინც ემხრობიან ევროკავშირში გაწევრიანებას და ამბობდნენ, რომ აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. თუ ისინი ამ ტრაექტორიით სვლას გააგრძელებენ, მაშინ დასავლეთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და დაფინანსებას დავკარგავთ, ხოლო საქართველო ამ დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. “ქართული ოცნების” წევრების რიტორიკიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ისინი რუსეთისკენ და რუსეთის გავლენის სფეროსკენ შეტრიალდნენ. შესაბამისად, ეს არის არჩევნები, სადაც არჩევანი საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებაზე გადის”, - განაცხადა ტედ ჯონასმა BMG-სთან.