მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს არის სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლება, რომელიც იურისტების პროფესიას არცხვენს - ეკატერინე ეგუტია

ეკატერინე ეგუტია

სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლება რომელიც იურისტების პროფესიას არცხვენს - ამის შესახებ ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელმა ეკატერინე ეგუტიამ დღეს, სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაზე Bmg-ს განუცხადა.

"ჩვენ სასამართლო ხელისუფლება აღარ გვყავს. საქართველოში უკანონობა გრძელდება - ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა. მოსამართლეები ვერ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ეს არის სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლება რომელიც იურისტების პროფესიას არცხვენს ამ ქვეყანაში. მოვითხოვთ, ეს ყველაფერი შეწყდეს.

რადგან არცერთ მოსამართლეს არა აქვს დამოუკიდებლად გადაწყეტილების მიღების უნარი - ისინი უფარდებენ პატიმრობას სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებს. საქართველოს კონსტიტუცია საერთოდ თავზე გადაგვახიეს და ვემსგავსებით რუსულ ავტოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყანას", - განაცხადა მან.

ეკატერინე ეგუტიამ ასევე შეაფასა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 2028 წლამდე შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, სხვანაირად იქნა გაგებული და თითქოს აქ შინაარსის გააზრების პრობლემაა: "შინაარსთან თავად აქვს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებას, ვერც კითხულობენ, უწიგნურებიც არიან, უდიპლომოებიც და ოროსნებიც. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რაც განაცხადს - ამით ისინი საქართველოს ევროკავშირის მომავალს უსპობენ", - თქვა ეკატერინე ეგუტიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები