მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში გარიგებები ჯერ არ დადებულა

bloomberg

დღეს 17 მაისს, Bloomberg-ის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის სისტემაში გარიგებები არ დადებულა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბაზარი დახურული არაა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ოფიციალური დასვენების დღეა, ბაზარზე პასიურობა შეიმჩნევა. სებ-ში აცხადებენ იმასაც, რომ დღეს 17:00-ზე ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოქვეყნდება.

ლარის გაცვლითი კურსი სწორედ Bloombreg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად დგინდება. Bloomberg-ის სისტემის თანახმად, 16 მაისის სავაჭრო სესია დაიხურა დოლარის კურსზე 2.76 ლარი, ხოლო 17 მაისის განმავლობაში ჯერ არცერთი შეთავაზება არ დაფიქსირებულა.

გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდების მიზნით, 2024 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი დოლარი გაყიდა. აღნიშნული ინტერვენციის შედეგად დოლარის კურსი, რომელიც გუშინდელი სავაჭრო დღის დასაწყისში 2.82 ლარს შეადგენდა, 2.76 ლარამდე შემცირდა.

ლარის გაცვლითმა კურსმა სწრაფი ტემპით გაუფასურება საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები