მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, ბოტანიკური ბაღში ფესტივალ - მწვანე საღამოები ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის კონცერტი გაიმართება

ბოტანიკური ბაღი
07.06.25 09:30
777

6 და 7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია საღონისძიებო სივრცეში ტონინო გუერას სახელობის კონცერტი - "ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი "მწვანე საღამოები/Serate Verdi" გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმოგიდგენთ უნიკალურ მუსიკალურ საღამოს იტალიელი მუსიკოსების - სიმონე ძანკინის, სარა კალვანელის და ქართველი არტისტების მონაწილეობით.

იტალიელი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, სცენარისტი ტონინო გუერა დაიბადა 1920 წლის 16 მარტს, იტალიის პატარა ქალაქ სანქტ-არქანჯელოში.

მან დაწერა სცენარი 100-ზე მეტი ფილმისთვის, რომელთაგან ბევრი კლასიკად იქცა.

ტონინო გუერას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ ხელოვანებთან და გამორჩეულად უყვარდა საქართველო.

6 და 7 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები