მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ჩუღურეთის და გლდანის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ელექტრომომარაგება
21.11.25 08:25
1261

დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, ჩუღურეთის და გლდანის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, რეხის, მახათას, ხუდადოვის, ლოლაძის და უთმელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები