მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეს ძალიან უკან ვიქნებოდით, რომ არა დასავლური ინვესტიციები” - ნათია სესკურია

ნათ

RISS-ის დამფუძნებელი და RUSI ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ნათია სესკურია, საქართველოში დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის დაფინანსების გარეშე ქვეყნის განვითარება შეფერხდებოდა.

“აშშ-ს, როგორც ევროკავშირს, საქართველოში მილიარდობით დოლარი აქვთ ჩადებული იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება მომხდარიყო. ჩვენ შეგვიძლია, დაუსრულებლად ვისმჯელოთ, თუ რამდენ სექტორს, სრულიად აპოლიტიკურ საკითხებში, რამდენად უწყობენ ხელს. დღეს ძალიან უკან ვიქნებოდით, ეს ინვესტიციები რომ არ ხორციელდებოდეს ყოველწლიურად. აქვე აღსანიშნავია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში ინვესტიცია, თუ რამხელაა ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებაში აშშ-ის წვლილი”, - ამბობს სესკურია.

RISS-ის დამფუძნებელმა დასავლელი პარტნიორებისგან უკვე დაწესებულ და მოსალოდნელ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანქციების რეჟიმის ამუშავება აშშ-ს და ევროკავშირის ინტერესებში არ არის.

“აშშ-სთვისაც და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავენ, რომ რიტორიკა იცვლება და არსებობს ნიშნები საგარეო კურსის ცვლილებასაც, შესაბამისად, სანქციების დაწესება ძალიან რთულია, ისევე როგორც სანქციების რეჟიმში ურთიერთობების წარმოება.

ასე რომ, არც მათ ინტერესში არ არის, რომ სანქციების მექანიზმი აამუშაონ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, ევროკავშირისგან განსხვავებით, ამის შესაძლებლობა ბევრად უფრო მარტივად აქვს. მაგრამ ვხედავთ მზაობას, რომ დაგვიტოვონ შესაძლებლობა, ეს ურთიერთობები დაუბრუნდეს ადრინდელ სახეს. რა თქმა უნდა, მზაობა ორმხრივი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ აშშ ვერ შეცვლის იმ პროცესებს, რომლებიც დღეს მიმდინარეობს”, - ამბობს ნათია სესკურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები