დღეს საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იხილავს - ამის შესახებ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
უფლებადამცველმა ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილით ხელში გამოვიდა, თუმცა მედიასთან განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს მისთვის არავითარი წერილი არ გამოუტანებია. ამის შესახებ tv პირველი წერს.
„ელოდეთ, დღეს აუცილებლად იქნება განცხადება“ - უთხრა ადვოკატმა მედიას.
„შესული ვიყავი. წერილს -ამ ფორმას რატომ აძლევთ, არაფერი წერილი არ გამოუტანია. გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ როგორც დაანონსებული იყო, დღეს იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით. ამას გიდასტურებთ. დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება. ვის გადასცა ეს განცხადება, როგორ ,რანაირად, ამას არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია რომ ეს განცხადება იქნება დღეს. დაელოდეთ განცხადებას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი გაავრცელებს". - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
მედიამ ადვოკატს ასევე ჰკითხა, იყო თუ არა ის პირი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს წერილი შეუტანა, თუმცა ამ კითხვას ლილი გელაშვილმა პასუხი არ გასცა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.




























