ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა უნდა გამოთქვან. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და თბილისში მიმდინარე აქციის ფოტოები გააზიარა.
"თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ",- წერს მიხელსონი.
Keep eye on Georgia! European Union foreign ministers must speak out in support of the Georgian people today. https://t.co/5G1KH3Hyit
— Marko Mihkelson (@markomihkelson) November 18, 2024
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.