მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ფრიდრიხ მერცი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

მერცი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება, ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.

ორი ლიდერი სხვა თემებთან ერთად განიხილავს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

„სამშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა განვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში. ახლა არ არის თითის გაშვერის დრო, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა“, - განაცხადა მერცმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები