დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
სავალუტო ფონდის თანახმად, პრესკონფერენცია 11:30-ზე, ეროვნული ბანკის ოფისში გაიმართება და მასზე ალეხანდრო ჰაიდენბერგი გასული ორი კვირის განმავლობაში ფონდის მისიის მიერ საქართველოს მთავრობასთან გამართულ შეხვედრებს შეაჯამებს და საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით მისიის შეფასებას წარადგენს. მათ შორის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, დეფიციტის, სახელმწიფო ვალის და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ფონდის მოლოდინებს შეაჯამებს.
პრესკონფერენციის ფარგლებში IMF მიუთითებს იმ რეკომენდაციებზეც, რომლებსაც ისინი საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხელისუფლებას და პარლამენტს აძლევენ. მსგავსი პრესკონფერენცია ფონდს ჰქონდა 2025 წლის ივლისშიც, როდესაც ალეხანდრო ჰაიდენბერგმა სებ-ის მმართველობის დამოუკიდებლობის შესახებ რეკომენდაცია კიდევ ერთხელ გასცა. ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გაგრძელების და ამ კომპანიების ეფექტიანობის ზრდის მნიშვნელობას.




























