მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, IMF-ის წარმომადგენელი საქართველოში მისიის შედეგებს წარადგენს

აემეფი

დღეს, 15:00 საათზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუბირ ლალი ბრიფინგს გამართავს და ახლახან დასრულებული „Article IV“ მისიის შედეგებს წარადგენს. ბრიფინგი ეროვნულ ბანკში გაიმართება და სუბირ ლალთან ერთად სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გამოვლენ.

ცნობისთვის, საქართველოს სავალუტო ფონდის მისია საქართველოს 6 მარტს ეწვია. მისიის ფარგლებში ე.წ. მეოთხე მუხლის დოკუმენტის განახლება მოხდა, რაც მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასებას მოიცავს.

მისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ასევე, შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს. შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა.

IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები