დღეს, თბილისში კრწანისის და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, გრიშაშვილის, გულიას და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, შალვა გოგიძის, გამრეკელის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
























