მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს კულტურას თანადგომა სჭირდება... ბიზნესის როლი თეატრისთვის გადამწყვეტია“ - ეკა მაზმიშვილი

ეკა მაზმიშვილი

"დღეს კულტურას სჭირდება თანადგომა. ბიზნესის როლი თეატრისთვის გადამწყვეტია.“ ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ „თეატრი სახელოსნო 42“-ის მენეჯერმა, ეკა მაზმიშვილმა განაცხადა.

თბილისის თეატრებს შორის კონკურენცია საკმაოდ დიდია და მათთვის დახმარების მსურველი კომპანიების რიცხვი უფრო მატულობს.

„ბიზნესი ყოველთვის იყო ქართული თეატრის ავანგარდში. ბიზნესმა შეუნარჩუნა დღევანდელ საქართველოს ის ძალიან დიდი განძი, რასაც თეატრი ჰქვია. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება კულტურისა და ბიზნესის მეგობრობა, ასეთი ინვესტიციებით, ასეთი დახმარებებით, ასეთი დასპონსორებით ბიზნესები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ისევე როგორც ახლა შეიქმნა თეატრი სახელოსნო 42-ში“, - აცხადებს ეკა მაზმიშვილი.

„თეატრი სახელოსნო 42“ კოკა-კოლას ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე მდებარეობს. თეატრი 1500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და 265 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, ლევან (ჭოლა) წულაძის ხელმძღვანელობით, თავისუფალი შემოქმედების კუნძული თეატრი „სახელოსნო 42“ გაიხსნა. თეატრი გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია  კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები