მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მთავრობის სხდომა გაიმართება - რაზე აპირებენ მსჯელობას?

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

დღეს, მთავრობის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგში 16 განსახილველი საკითხია, მათ შორის ერთი საიდუმლო:

1. საქართველოს კანონების პროექტები "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

2. საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

3. საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

4. საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: გ. მიქანაძე

5. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: გ. მიქანაძე

6. საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: გ. მიქანაძე

7. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

მომხსენებელი: კ. გულედანი

8. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ა. ჩუბინიძე

9. საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. რაზმაძე

10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. ჟორჟოლიანი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს ზემო ვინდს შორის „ზემო ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სპორტის ზოგიერთ სახეობაში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზების გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: შ. გოგოლაძე

14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: კ. გულედანი

15. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი

16. საიდუმლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები