მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ნაძალადევის, გლდანის და მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩები

ელექტრომომარაგება
05.02.25 08:19
548

თბილისში, დღეს ნაძალადევის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, კოხრეიძის, დიდი ჯიხაიშის, სააკაძის, მრევლიშვილის, იმერეთის, ცინცაძის, ცოტნე დადიანის, სანერგის, რიონჰესის, ჭიჭინაძის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, ლაპიაშვილის და ქუჩიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები