მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ნიკო კვარაცხელია 26 წლის გახდებოდა

ნიკო კვარაცხელია
12.08.25 17:50
617

დღეს 12 აგვისტოს ნიკო კვარაცხელია, ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი 26 წლის გახდებოდა.

ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა თანამოაზრეებთან ერთად, 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. 22 წლის ასაკში ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი საქმის შეკვეთილი მკვლელობის მიმართულებით გამოძიებას ითხოვდა.

2025 წლის 18 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომიაძე საქმის გადაკვალიფიცირებას და პროკურორის, გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას ითხოვდა.

როგორც ამის შესახებ თავად იზა ომაძე წერს, მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, რომ კვარაცხელიას მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო.

იზა ომიაძე მიიჩნევს, რომ პროკურორმა განზრახ შეუცვალა საქმეს კვალიფიკაცია, რაშიც მან, სავარაუდოდ, ფულიც აიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები